აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პროგრამა COVAX-ი 4 მილიონი დოლარით დაფინანსდება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია 4 მილიონი დოლარით დააფინანსებს პროგრამა COVAX-ს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შექმნა დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე თანაბრად ხელმისაწვდომობის მიზნით.
აშშ-ის პრეზიდენტი პროგრამის დაფინანსების გადაწყვეტილებაზე ისაუბრებს „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა დღევანდელ სამიტზე, რომელიც პანდემიის გამო ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩატარდება. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პანდემიას მარტო ვერ გაუმკლავდება ვერცერთი ქვეყანა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, COVAX-ი ოთხ მილიონ დოლარს 2021-2022 წლებში მიიღებს. ამ პროგრამის მეშვეობით ვაქცინებს ელოდება არაერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31110754.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები