ქრისტინე ფანჩივაძესთვის, ე.წ “ლუღის” გოგოსთვის გაწეული დახმარებები.

Zugdidi Daily

ქრისტინე ფანჩივაძესთვის, ე.წ “ლუღის” გოგოსთვის გაწეული დახმარებები. 5 წლის ქრისტინა ფანჩვიძე მარტვილის სოფელ დიდ ჭყონში ცხოვრობს. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მას მოფერებით "ლუღი" შეარქვეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, რომ დღეს ამ საოცარ გოგოს სურვილების ახდენაში დაეხმარება და მას გაახარებს. ალექსანდრე მოწერელია საკუთარი სახსრებით აპირებს “ლუღის” გოგონას დახმარებას და იმ ნივთების შეძენას რაზეც ოცნებობს. ასევე, გურულმა დღიურების ფონდმა ამ საოცარი გოგოსთვის სტიპენდიის მიცემა გადაწყვიტა. ამასთან დაკავშირებით გიორგი კეკელიძემ სოციალური ქსელში განაცხადა : "5 წლის ქრისტინა ფანჩვიძეს დიდი ჭყონიდან, რომელიც მეტსახელით "ლუღი" გახდა ცნობილი, გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ. როგორც აღმოჩნდა, ახლა მის ოჯახს მთლად ვერ ულხინს და პატარა ქრისტინეს ეს სტიპენდია ოცნებების მეათასედს მაინც აუხდენს. გადაწყვეტილება მივიღეთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს პატარა ბავშვი, ისევე როგორც ბევრი ჩვენი სტიპენდიანტი, ჩავთვალეთ, რომ იმსახურებდა შესაძლებლობის მიცემას, უკეთესი ცხოვრებისთვის მოსამზადებლად. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ დავუკავშირდით მის ოჯახს და ეს ყოველთვიური სტიპენდია, ცხადია, რადგან გურული დღიურების ფონდი საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, მოხმარდება მაგალითად წიგნების და სხვა ინვერტარის შეძენას, რაც მას ახლა, ბაღის ასაკში გამოადგება. ბუნებრივია ჩვენ არ ვაკონტროლებთ გადაცემულ თანხას, თუმცა დიდი სურვილი გვაქვს მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვის სასკოლო ასაკისთვის მომზადებისთვის მიიმართოს" ფონდის უდიდესი სურვილია, თანხით, რომლითაც გოგონას დაეხმარებიან, მოხდეს მისი სასკოლო ნივთებითა და ფორმებით უზრუნველყოფა. #მარტვილი #დიდიჭყონი #გოგონა #ლუღისგოგონა #გაწეულიდახმარება #გუნერნატორი #სამეგრელოზემოსვანეთუ #ფონდი #zugdididaily y