განვლილ 24 საათში ბელარუსში 919 ინფიცირებული გამოვლინდა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142375 განვლილ 24 საათში ბელარუსში 919 ინფიცირებული გამოვლინდა - ინფორმაციას ამის შესახებ, ბელარუსის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, სააგენტო “ბელტა” ავრცელებს. ინფიცირებულთა დღიური მატების ასეთი დიდი რაოდენობა ბელარუში პირველად დაფიქსირდა. სულ, ინფიცირების გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში 12208 ინფიცირების შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. ამ მაჩვენებლით ბელარუსმა პოლონეთს გადაასწრო და მეზობელი სახელმწიფოებიდან მხოლოდ რუსეთს ჩამორჩება. განვლილ 24 საათში ბელარუსში კორონავირუსით 4 კაცი გარდაიცვალა და სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილთა რაოდენობა 79 გახდა. ბელარუსის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცნობით, განვლილ 24 საათში კორონავირუსისგან 253 კაცი განიკურნა. სულ განკურნებულთა რაოდენობა 1993 ანუ 16,33%-ია.