უკრაინაში კორონავირუსის 2,481 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Tbilisi Daily

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 2,481 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში COVID-19 116,978 ადამიანს დაუდგინდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 41 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2,492-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.