იმერეთში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
Kutaisi Daily
იმერეთში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 71 წლის მამაკაცი დააკავეს.
უწყების ცნობით, კაცმა 10 წლამდე ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1948 წელს დაბადებული რ.ყ. გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, ხონის მუნიციპალიტეტში, 2011 წელს დაბადებული ა.ე.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #კრიმინალი #სიახლეები #kutaisidaily
ipn.ge