WHO: შეწყვიტეთ ლოქდაუნის ვირუსის კონტროლის მთავარ საშუალებად გამოყენება!
Tbilisi Daily
კორონავირუსის საკითხებში WHO-ს სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ნაბაროს განცხადებით, ქვეყნებმა ლოქდაუნის, როგორც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მთავარ მეთოდად გამოყენება უნდა შეწყვიტონ. ლოქდაუნი დამანგრეველ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. ინფორმაციას washingtontimes-ი ავრცელებს.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვირუსის კონტროლის მთავარ საშუალებად ლოქდაუნის გამოყენებას მხარს არ ვუჭერთ. ერთადერთი შემთხვევა როცა ლოქდაუნი გამართლებულია არის, როცა გესაჭიროებათ დრო რეორგანიზაციისა და ბალანსის საპოვნელად“,- განაცხადა ნაბარომ.
მისი თქმით, ქვეყნების ჩაკეტვამ შეიძლება მსოფლიოში სიღარიბის მაჩვენებლის გაორმაგება გამოიწვიოს.
„ეს საშინელი გლობალური კატასტროფაა და ამიტომ ჩვენ გვინდა მივმართოთ მსოფლიოს ყველა ლიდერს – შეწყვიტეთ ლოქდაუნის ვირუსის კონტროლის მთავარ საშუალებად გამოყენება. ამის მაგივრად, განავითარეთ უკეთესი სისტემა. იმუშავეთ ერთად და ისწავლეთ ერთმანეთისგან. გახსოვდეთ, რომ ჩაკეტვას მხოლოდ ერთი შედეგი აქვს – ისედაც ღარიბ მოსახლეობას უარეს მდგომარეობაში აგდებს“,- განაცხადა ნაბარომ.