6 თებერვალს რესტორნების აქცია აღარ ჩატარდება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

შაბათს, 6 თებერვალს რესტორნები აღარ გაიფიცებიან. ამის შესახებ ბრიფინგზე რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლაშა ბურჯანაძემ განაცხადა. "ეს არის გარკვეულწილად იმ ნაბიჯების დაფასება, რაც ხელისუფლებამ გადმოდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 15-დან რესტორნების გარე სივრცეში გახსნა, დადებითი იმპულსის მომტანი იქნება, მით უფრო ამ ამინდში", - თქვა ბურჯანაძემ. მისი თქმით, რეგულაციების შემსუბუქებამ და რესტორნების გახსნის თარიღის დაანონსებამ "ყინული გაადნო", თუმცა: "თუ ხელისუფლება გააგრძელებს სიყრუეს, როგორც აქამდე იყო, ისევ მიიღებს რეაქციას ისეთს, რომ საზოგადოება და ბიზნესი ერთად იქნება". რესტორნების წარმომადგენლები აქციას ხვალ, 6 თებერვალს გეგმავდნენ. ისინი პროტესტის ნიშნად აპირებდნენ, რომ მუშაობა დაეწყოთ. ხელისუფლებამ აქციებამდე ორი დღით ადრე განაცხადა, რომ შემსუბუქდებოდა რეგულაციები. ასევე, ითქვა რესტორნების გახსნის თარიღი. https://www.radiotavisupleba.ge/a/31087407.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები