ნიუ იორკის გუბერნატორი: ტრამპი სამხედროებს ხალხის წინააღმდეგ წასვლისკენ მოუწოდებს

Tbilisi Daily

Ტრამპი სამხედროებს ხალხის წინააღმდეგ წასვლისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ ნიო იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა. Მან თეთრი სახლის ლიდერი საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული განცხადებების გამო მწვავედ გააკრიტიკა. ენდრიუ კუომოს თქმით, „მას ამ მოვლენებისგან რეალითი შოუს გაკეთება სურს ღმერთსა და ქვეყანაზე. ის ჯერ მოუწოდებს სამხედროებს დემონსტრანტების დარბევისკენ, შემდეგ კი ეკლესიაში მიდის სალოცავად. ის იყენებს სამხედროებს იმისთვის, რომ მშვიდობიანი აქციები დაშალოს და შემდეგ ეკლესიასთან ფოტოებს იღებს. პრეზიდენტი სამხედროებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლისკენ მოუწოდებს და ეს სამარცხვინოა“, - აღნიშნა კუომომ. Მასშტაბური საპროტესტო აქციები აშშ-ს დიდ ქალაქებში უკვე მეექვსე დღეა, გრძელდება. Პროტესტის მიზეზი პოლიციელების მიერ აფროამერიკელის, 46 წლის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გახდა. news @აშშ პროტესტი ტრამპი ნიუიორკისგუბერნატორი tbilisidaily