საქართველოში სეზონური გრიპის ვირუსი დაფიქსირდა
Tbilisi Daily
საქართველოში სეზონური გრიპის ვირუსი გამოჩნდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასულ კვირაში B ტიპის ვირუსი მიმდინარე სეზონზე პირველად დაფიქსირდა. A ტიპის ვირუსის ცირკულირება კი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვაქცინით აცრისკენ მოუწოდებს.
გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში გრიპის ვაქცინის 65 ათასამდე დოზაა.