მთავრობა უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დაეხმარება

Tbilisi Daily

საქართველოს მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში 200 ლარით ანუ ჯამში 1200 ლარით დაეხმარება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას ის ადამიანები მიიღებენ, ვინც სამსახური COVID-19-ის გავრცელებით შექმნილი ვითარების გამო დაკარგეს და ოფიციალურად იყვნენ რეგისტრირებულნი დასაქმებულად. ეს დახმარება 350 000 მოქალაქეს შეეხება. #გახარია #მთავრობა #ანტიკრიზისული #გეგმა #დახმარება #tbilisidaily