კორონავირუსის ახალი შემთხვევები იმერეთში
Kutaisi Daily
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა დღეებთან შედარებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. შეიძლება ითქვას, რომ იმერეთში ასეთი დაბალი მაჩვენებელი დაახლოებით 1 თვეა არ ყოფილა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #სიახლეები #კორონავირუსი #kutaisidaily