მსოფლიოში სულ 30 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული კორონავირუსით
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მთელ მსოფლიოში კორონავირუსმა შეიწირა 945 ათასი ადამიანი. სულ ინფექცია დაემართა 30 მილიონ პირს, მათგან გამოჯანმრთელებულია 20 მილიონზე მეტი.
ამის თაობაზე იტყობინება აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომელიც სტატისტიკას აწარმოებს.
14 სექტემბერს დღიური ზრდა გადასცდა ერთ მილიონს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სექტემბერში რამდენჯერმე აღნიშნა დღიური სარეკორდო ზრდა.
დაავადებულთა რიცხვის მიხედვით პირველ ადგილზეა აშშ, 6,6 მილიონი შემხვევით. დაღუპულთა რაოდენობა იქ 200 ათასს მიუახლოვდა. აშშ - ს მოჰყვება ბრაზილია და ინდოეთი.
ბოლო კვირებში ინფექციას სწრაფად იწყო გავრცელება ევროპის ქვეყნებში, საფრანგეთში, ესპანეთში და ჩეხეთში. ცნობით, ამ ეტაპზე ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მონაცემები ბევრად ასცდა მარტის მონაცემებს, როცა პადნემია დაიწყო. ავსტრიამ და ჩეხეთმა გამოაცხადეს მეორე ტალღის დაწყების შესახებ. არაერთი ქვეყანა უბრუნდება შეზღუდვის მკაცრ ზომებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30846143.html
#ახალი_ამბები
#twitter