ვის შეხვდნენ ბაჩალიაშვილის მშობლები საპატრიარქოში

Tbilisi Daily

საპატრიაროქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საპატრიარქოში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს საპატრიარქოში გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) შეხვდნენ. „შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი. გარდაცვლილის მშობლები საპატრიარქოში გარემოების ასახსნელად და შვილისთვის წესის აგების ნებართვისთვის იმყოფებოდნენ. კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ოჯახს წესის აგების უფლება მიეცა. შეხვედრის დასასრულს მიტროპოლიტმა შიომ, იქ მყოფ სასულიერო პირებთან ერთად, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა“, - აცხადებენ საპატრიარქოში. #ახალიამბები