იგეგმება კრივის დარბაზის მოწყობა ზუგდიდში.
Zugdidi Daily
ზუგდიდში, სპორტკომპლექსის შენობის უკან არსებულ ტერიტორიაზე კრივის დარბაზი მოეწყობა.
რინგის მოწყობასთან ერთად, საინვენტარო, საშხაპე, ადმინისტრაცია, საპირფარეშო და გასახდელი ოთახების მშენებლობა უნდა იყოს გათვალისწინებული. ამისთვის 12 ათასი ლარი გამოიყო.
ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ წარმომადგენლის ინფორმაციით კრივის ჯგუფში 100 მოზარდი, მათ შორის, რამდენიმე წარმატებული სპორტსმენი ირიცხება.
მწვრთნელი გაგა თოდუა ამბობს :
„ჩვენ გვაქვს ოლიმპიური დონის რინგი, თუმცა არ გვაქვს ცალკე დარბაზი და ეს დისკომფორტს გვიქმნის. ჩვენ გვყავს ევროპის ჩემპიონი, ფინალისტი და პრიზიორები, მათ შორის, გოგოები. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად აშენდეს ეს შენობა, რადგან ის უმრავი კარგი მოკრივის აღზრდას შეუწყობს ხელს.“
#ზუგდიდი
#სპორტკომპლექსი
#კრივისდარბაზი
#სპორტისგანვითარება
#zugdididaily