,,გელათი ნადგურდება"
Kutaisi Daily
არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია” გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას ეხმიანება და აცხადებს, რომ გელათი ნადგურდება.
ორგანიზაციაში თვლიან, რომ გელათში, მთავარ ტაძარზე არსებული გადახურვის პრობლემის გამოსწორების გზა არსებული გადახურვის ბოლომდე აყრა და მისი ტრადიციული მეთოდით, ხარისხიანი გადახურვაა.
“დღევანდელი მდგომარეობა უცვლელია, გელათი ისევ ლურჯი ტენტის იმედადაა მიტოვებული, ფრესკების მდგომარეობა მძიმდება, შემოდგომა მოდის, გარე სამუშაოებისთვის ხელსაყრელი დრო გაცდენილია.
ერთადერთი, რაც მძიმე მდგომარეობას შეამსუბუქებდა სახურავის ბოლომდე აყრა და ტრადიციული მეთოდით, ხარისხიანი მასალით გადახურვაა.
თუმცა ამას აღიარება სჭირდება, რომ წლების მანძილზე მეთოდური შეცდომების წყება იყო დაშვებული, სამუშაოები უხარისხოდ მიმდინარეობდა, დიდი ფინანსური რესურსი გაფლანგულია და ხალხი, რომელიც პასუხისმგებლობას ინაწილებდა მოსაშორებელია გელათის ეზოს.
სამწუხაროდ ამას არავინ გეგმავს და საკუთარი რეპუტაციის შენარჩუნებას გელათის ნგრევის ხარჯზე აპირებენ.
,,გელათი ნადგურდება!,”-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ პრობლემის მიზეზი დადგენილია და ხარვეზის გამოსწორებას სამუშაოების შემსრულებელი ორგანიზაცია უზრუნველყოფს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#სიახლე
#პოლიტიკა
#კულტურა
#ხელოვნება
#მოგზაურობა
#ისტორია
#kutaisidaily
წყარო - topnews.ge
#ახალიამბები