ბრიტანეთში კარანტინის დაწესებამ შესაძლოა 75 000 ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს
Tbilisi Daily
ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც მთავრობის საგანგებო სიტუაციების სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფს გადაეცა, ქვეყანაში კარანტინის გამოცხადებამ, მომავალი 5 წლის განმავლობაში, შესაძლოა 75 000 არაკოვიდინფიცირებული ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს.
Daily Mail-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, მხოლოდ მარტისა და აპრილის პერიოდში საავადმყოფოებში შექმნილი ქაოსის შედეგად 16 000 ადამიანი დაიღუპა.
188 გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სისტემა კარანტინისათვის მზად არ არის. ამასთან, კარანტინის გამოცხადება ხალხს სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებს, რის შედეგადაც იზრდება იმის საფრთხე, რომ სხვადასხვა დაავადებებით დაავადებული ადამიანების დიაგნოსტირება დროულად ვერ მოხერხდება. კვლევის თანახმად, გაუქმებული ოპერაციებისა და დაგვიანებული დიაგნოსტირების შედეგად მომავალი წლების განმავლობაში 31 900-ზე მეტი არაკოვიდინფიცირებული ადამიანი დაიღუპება.
კვლევის ავტორები ხელისუფლებას მოუწოდებენ გააუქმონ შეზღუდვები, რათა ამით თავიდან აიცილონ მოქალაქეების სიცოცხლის დაკარგვა. დოკუმენტის ინიციატორები აცხადებენ, რომ საკარანტინო შეზღუდვები საფრთხის წინაშე აყენებს იმ პირთა ჯანმრთელობას, რომლებიც არ არიან კორონავირუსით ინფიცირებულები, თუმცა, სხვა დაავადებებით იტანჯებიან.
მოქალაქეები პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს საკარანტინო შეზღუდვების გაუქმებისაკენ მოუწოდებენ.