აშშ მიესალმება ევროკავშირის ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ზელენსკი რუსეთის მეტ ეკონომიკურ იზოლაციას ითხოვს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

შშ მიესალმა ევროკავშირის მიერ 31 მაისს შეთანხმებულ სანქციათა მე-6 პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს რუსული ნავთობის ექსპორტს ევროპის ენერგეტიკულ სივრცეში. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ პრაისმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას უწოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ამ ამცირებს ევროპის დამოკიდებულებას რუსეთის ნავთობსა და ბუნებრივ აირზე. ნედ პრაისის თქმით, სანქციების საკითხში გამოიკვეთა "ფართო მხარდაჭერა" აშშ-ის ევროპის მოკავშირეთა მხრიდან, რათა "წაერთვას ძალა რუსეთის რუსეთის ომის მანქანას, რასაც რუსეთის ენერგეტიკული ბაზარი წარმოადგენს". უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მაგრამ განაცხადა, რომ როგორც კი ამოქმედდება სანქციათა მეექვსე პაკეტი ევროკავშირის უნდა შეუდგეს მე-7 პაკეტზე მუშაობას. "ბოლოსდაბოლოს არ უნდა დარჩეს არავითარი არსებითი ეკონომიკური ურთიერთობა თავისუფლების სამყაროს სახელმწიფოებსა და ტერორისტულ ქვეყანას შორის", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სამშაბათ ღამით ევროკავშირის ლიდერებმა პოლიტიკურად დაუჭირეს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანავთობო ემბარგოს შემოღება. იურიდიულად ეს გადაწყვეტილება ოთხშაბათ-ხუთშაბათს დამტკიცდება. მიღწეული შეთანხმების თანახმად, ევროკავშირის 75%-ით შეამცირებს ზღვით ექსპორტირებულ რუსეთის ნავთობს. გამონაკლისი გაკეთდება მხოლოდ მილსადენის ნავთობის შემთხვევაში. მაგრამ გერმანიამ და პოლონეთმა იკისრეს ვალდებულება, რომ შეაჩერებენ ამ გზით რუსული ნავთობის იმპორტსაც, რაც ნიშნავს, რომ ევროპული ემბარგო გავრცელდება ევროპაში რუსეთის ექსპორტის 90%-ზე.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31878243.html

Source: radiotavisupleba.ge