კორონავირუსის განახლებული მონაცემები ოკუპირებულ აფხაზეთში

Sokhumi Daily

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ "ოპერატიული შტაბის" მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსზე 547 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 140-ს კოვიდ-19 დაუდგინდა. გუდაუთის საავადმყოფოში 100 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 30-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება, ოჩამჩირეში - 23, გაგრის საავადმყოფოში კი, - 42. რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 60 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 5 - ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 8011 შემთხვევა აღრიცხა, გარდაცვლილია 102, გამოჯანმრთელებულია - 6173 ადამიანი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა