ტედროს გებრეისუსი - გასულ 24 საათში მსოფლიოში კოვიდ 19 -ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი
Headline
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს გებრეისუსი აცხადებს რომ გასული 24 საათის განმავლობაში ყველაზე მაღალი დაინფიცირების მაჩვენებელი დაფიქსირდა.
„ამ პანდემიაში ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ბოლო 24 საათში მსოფლიოში ვირუსის 106 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა ტედროს გებრეისუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შემთხვევების ორი მესამედი ძირითად ოთხ ქვეყანაში ფიქსირსება ესენია – ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ბრაზილია და ინდოეთი.
#ჯანმო
#კოვიდ19
#კორონავირუსი
#ჰედლაინი