ღუდუშაურის კლინიკაში ღამით აქციაზე 7 დაშავებული შეიყვანეს

Tbilisi Daily

ღუდუშაურის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ღამით 7 პაციენტი შეიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის არცერთი მათგანი კლინიკაში აღარ იმყოფება. 2 პაციენტს ზედაპირულ ჭრილობებზე თხემზე ჭრილობა დაუმუშავდა და გაუკერეს, მათგან ერთი სამართალდამცველი იყო თავის არეში დაზიანებით. ექიმების განმარტებით, პაციენტებს შესთავაზეს კლინიკაში დარჩენა, თუმცა ყველა მათგანი საკუთარი ინიციატივით გაეწერა.