საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო 26 მილიონ ლარზე მეტის ჯარიმა გამოიწერა
Tbilisi Daily
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 737 ფაქტი, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.
მათ შორის:
თვითიზოლაციის ან საკარანტინო სივრცის დატოვების ფაქტი: საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ იქნა 382, ხოლო დაჯარიმდა 144 პირი;
მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევა: დაჯარიმდა 1 406 ფიზიკური პირი;
მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება: დაჯარიმდა 430 ფიზიკური პირი;
3 პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობა და პირბადის გამოუყენებლობა: დაჯარიმდა 1 850 ფიზიკური პირი;
კომენდანტის საათის დარღვევა: დაჯარიმდა 4 820 ფიზიკური პირი;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილება: დაჯარიმდა 27 ფიზიკური პირი;
იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი: დაჯარიმდა 21 იურიდიული პირი;
ინდ. მეწარმის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობის ფაქტი: დაჯარიმდა 39 ფიზიკური პირი.
საგანგებორეჟიმი დარღვევა ჯარიმა
TbilisiDaily