პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პარალელურად, მოქმედ მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა

Tbilisi Daily

პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პარალელურად, მოქმედ მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა. მინისტრები მოვალეობის შემსრულებლები გარდამავალ პერიოდში, ახალი მთავრობის დაკომპლექტებამდე იქნებიან. ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს - ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების დამტკიცების შემდეგ, მთავრობას უფლებამოსილება ავტომატურად უწყდება. „საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გიორგი გახარიამ პარლამენტს მიმართა იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტის წინაშე, როგორც ეს საქართველოს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული“ - განაცხადა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, რის შემდეგაც, აღნიშნულ წერილი პარლამენტი ცნობად მიიღო. მეათე მოწვევის პარლამენტმა, რომელიც დღეს პირველ სხდომას მართავს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგენით საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია. კენჭისყრაში 86 დეპუტატი მონაწილეობდა.