Ათონის მთაზე 8 ბერი დაინფიცირდა

Tbilisi Daily

ათონის მთაზე სულ მცირე რვა ბერს კორონავირუსი ​დაუდასტურდა, რის გამოც იქ კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს . მედიის ცნობით, ერთ-ერთი ინფიცირებული სასულიერო პირი წმინდა პავლეს სახელობის მონასტრიდან სალონიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა. კორონავირუსის შემთხვევები რამდენიმე მონასტერშია გამოვლენილი, რის გამოც ათონის მთაზე პილიგრიმების ჩასვლა შეზღუდულია.