ბელგიაში კორონავირუსით 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

ბელგიაში კორონავირუსით 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაცია კრიზისის ცენტრის სპიკერმა დაადასტურა. კრიზისის დაწყებიდან დღემდე ბელგიაში ვირუსის შედეგად გამოწვეული გართულებებით 9 808 ადამიანია გარდაცვლილი. აღრიცხულია 64 627 ინფიცირებული. დღესდღეობით კრიტიკულია 40 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სპეციალისტები მეორე ტალღის დაწყებაზე საუბრობენ. ყოველდღიურმა შემთხვევებმა 220-ს მიაღია. ოფიციალური ცნობებით, გაახალგაზრდავდა ინფიცირებულთა ასაკი. ივლისში ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 20-დან 59 წლამდე მერყეობს.