ქობულეთის ოლქში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ქობულეთის ოლქში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომა ღამით11-საათზე ჩაინიშნა. ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები აცხადებენ, რომ მე-10 საარჩევნო უბნიდან შემოსული შემაჯამებელი ოქმებიუნდობლობასიწვევს და ისინი ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვენ. ყვებიან, რომ აღნიშნული უბნიდან შემოსული სხვა საჩივრების განხილვაც უნდა მომხდარიყო, თუმცა საოლქო კომისიის თავმჯდომარე ამ მოსაზრებასარ დაეთანხმა. ენმ ამბობს, რომ ''ქართული ოცნების'' მითითებით, ოქმიბათილი ბიულეტენების ხარჯზე დააბალანსეს, რაცკანონდარღვევაა. ოპოზიცია ირწმუნება, რომოლქის თავმჯდომარე გელა ხახნელიძე''ქართული ოცნების'' პარტიულინტერესებს ატარებს. 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ შემაჯამებელ ოქმში, ცვლილებების შეტანა მხარეთა მოკვლევის საფუძველზე მოხდა და ის საარჩევნო კოდექსის გათვალისწინებით მიიღეს. შეამოწმეს ოქმებში ბალანსი, იყო თუ არა გადაცდომები და გარკვეული უზუსტობები. როგორც თავმჯდომარე ამბობს, კომისიას აქვს უფლება, 2/3 მიიღოს გადაწყვეტილება და შესწორების ოქმი მიიღოს სხდომაზე. გელა ხახნელიძეენმ-ს განცხადებასპროვოკაციულს უწოდებს. სხდომაზე, დღის წესრიგის მიხედვით განიხილეს 3-საკითხი, რომელიც ეხებოდა: მე-10, 43-ე და პირველ საარჩევნო უბნებიდან შესულშემაჯამაებელ ოქმებში ცვლილებას, რომელსაც კომისიის 8 წევრი დაეთანხმა. ''პატრიოტთა ალიანსისა'' და ''ნაც. მოძრაობის'' კანდიდატები კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.