მოწოდებას მხარს არ ვუჭერ-პენტაგონის ხელმძღვანელი აქციების ჩასახშობად არმიის გამოყენების წინააღმდეგია

Pirveliradio Ge

თავდაცვის მინისტრი და პენტაგონის ხელმძღვანელი, მარკ ესპერი ქვეყანაში მიმდინარე აქციების ჩახშობისთვის არმიის გამოყენების წინააღმდეგია. ამის შესახებ მან 3 ივნისს ბრიფინგის დროს განაცხადა. ესპერის თქმით, 1807 წელს მიღებული კანონი, რომელიც პრეზიდენტს უფლებამოსილებას ანიჭებს საჭიროების შემთხვევაში არმია გამოიყენოს, მხოლოდ ყველაზე გადაუდებელ და კრიტიკულ სიტუაციაში უნდა გამოიყენონ. "ამჟამად ჩვენ არ ვიმყოფებით არც ერთ მსგავს სიტუაციაში. მოწოდებას მხარს არ ვუჭერ", — განაცხადა ესპერმა. http://pirveliradio.ge/?newsid=144867