მინსკის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ციხანოუსკაიას და კიდევ ოთხ ოპოზიციონერს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მინსკში სასამართლომ  დაუსწრებლად 15 წლით მიუსაჯა პატიმრობა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვიატლანა ციხანოუსკაიას, მთავრობის დამხობის შესახებ შეთქმულების, ექსტრემისტული ჯგუფის შექმნის და ხელმძღვანელობის, სიძულვილის გაღვივების და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების ბრალდებებით.  ციხანოუსკაიასთან ერთად ასევე დაუსწრებლად გაასამართლეს კიდევ ოთხი ოპოზიციონერი - პაველ ლატუშკა, მარია მაროზი, ვოლჰა კავალკოვა და სიარჰეი დილევსკი, რომლებიც დამნაშავედ სცნეს და პატიმრობა მიუსაჯეს. ხუთივე მსჯვარდებული უცხოეთში ცხოვრობს.  უფლებადამცველები ოპოზიციონერებისთვის წაყენებულ ბრალდებებს მიიჩნევენ პოლიტიკურად მოტივირებულად და აზრს მოკლებულად.  https://www.radiotavisupleba.ge/a/32304175.html

Source: radiotavisupleba.ge