ბათუმში სარიტუალო დარბაზების გახსნას ითხოვენ
Tbilisi Daily
ქორწილის, იუბილეებისა და სხვა რიტუალური ღონისძიებების ჩატარება, უკვე ნებადართულია, თუმცა მხოლოდ ღია სივრცეში, სტუმრების მაქსიმალური რაოდენობა კი მხოლოდ 100 უნდა იყოს. მაშინ, როდესაც 1 კვირის წინ ნებადართულ კულტურულ ღონისძიებებზე 200 კაცის დასწრებაა დაშვებული. სწორედ ეს იყო დღეს, სარიტუალო დარბაზების მფლობელებისა და თანამშრომლების პროტესტი მიზეზი. პროტესტის მონაწილეებმა, ხელისუფლებისგან მუშაობის განახლებისთვის რეგულაციების შემუშავების დაჩქარება მოითხოვეს, რადგან როგორც ამბობენ ხუთი თვეა, საერთოდ გაჩერებული არიან. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ თუკი მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მიეცემათ, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
სარიტუალო დარბაზების მუშაობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, მარტში შეჩერდა. ჯერ უცნობია, როდის განახლდება მუშაობა სარიტუალო დარბაზებში.