ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=141896
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს. პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ერთ-ერთი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 24 პაციენტია მოთავსებული, მათგან ერთი პაციენტი გუშინ მიიღეს. პაციენტებს შორის ოთხი საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სულ ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.