Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.3175 ლარი ღირს

Tbilisi Daily

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3175 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3206 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 30 ნოემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3253 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9840 ლარია.