ქობულეთის მესამე საჯარო სკოლა კორონავირუსის შემთხვევების გამო დროებით დაიხურა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ქობულეთის მესამე საჯარო სკოლა კორონავირუსისშემთხვევების გამო დროებით დაიხურა და დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
ფაქტს ადასტურებენ ქობულეთის რესურსცენტრში. მადონა გოგიტიძის განცხადებით, გუშინ გეგმიური ტესტირებისას კორონავირუსიდაუდასტურდა 7 პედაგოგს, რის გამოც საზოგადოებრივმა ჯანდაცვამაღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
მისივე განმარტებით, ამ შემთხვევამდე, სკოლაში კორონავირუსი 2 მოსწავლესაც დაუდასტურდა, რის გამოც 2 კლასი დისტანციურ სწავლებაზე იყო გადასული.
'სკოლა დღეიდან დაიხურა. გუშინ მასწავლებლების გეგმიური ტესტირება ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ მასწავლებლებშიც არის დადებითის მაჩვენებელი შემთხვევები. აღნიშნულის გამო საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ მიიღო გადაწყვეტილება და სკოლა მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. დაწყებულია კონტაქტების მოკვლევაც. სავარაუდოდ სკოლა 2 კვირის განმავლობაში დარჩება დისტანციური სწავლების რეჟიმზე, თუმცა ზუსტი ვადები ბრძანების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი'-განაცხადა მადონა გოგოტიძემ ქობულეთის რესურსცენტრის დირექტორმა.