„პრემიერის“ პოსტზე გაგლოევმა სამშენებლო კომპანიის დირექტორი წარადგინა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობას შესაძლოა სამშენელო კომპანიის დირექტორი ჩაუდგეს სათავეში.
დე ფაქტო რესპუბლისკის „პრეზიდენტმა“ ალან გაგლოევმა დღეს ე.წ. პარლამენტს „მთავრობის მეთაურის“ თანამდებობაზე კონსტანტინ ჯუსოევის კანდიდატირის განხილვის წინადადებით მიმართა. ამის შესახებ სააგენტო „რეს"-ი იტყობინება.
კონსტანტინ ჯუსოევი 54 წლისაა. მან 1989 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცხინვალის ფილიალი „ლითონმჭრელი ჩარხებისა და ინსტრუმენტების“ სპეციალობით.
1993-2011 წლებში ჯუსოევი სამშენებლო კომპანია «Приличный“-ს გენერალური დირექტორი იყო, 2011 წლიდან კი სამშენებლო კომპანია „Мегаполис“-ს ხელმძღვანელობს.
ჯოსოევის კომპანიები მონაწილოებდნენ ცხინვალში რამდენიმე ობიექტის მშენებლობაში - საცხოვრებელი კორპუსი ტაბოლოვის ქუჩაზე, „სევერნის“ მიკრორაიონში, ასევე სამთავრობო შენობების და უნივერსიტეტის, სამების მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობაში.
ალან გაგალოევი „პრეზიდენტის უფლებამოსილებას“ 24 მაისს შეუდგა, ამავე დღეს გადადგა ე.წ. მთავრობა. დე ფაქტო პრემიერის უფლებამოსილების შესრულებას გენადი ბეკოევი განაგრძობს.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „კონსტიტუციით“ "პრემიერს, პრეზიდენტი ნიშნავს საკანონმდებლო ორგანოს თანხმობით“.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31889243.html
Source: radiotavisupleba.ge