ქეთი მელუა საქართველოს წითელი ჯვრის დასახმარებლად კონცერტს გამართავს

Tbilisi Daily

ქეთი მელუა საქართველო წითელი ჯვრის საზოგადოების დასახმარებლად ონლაინ-კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ამ უცნაურ პერიოდში ვცდილობდი მომეფიქრებინა, თუ რა შეიძლება გავაკეთო, რომ ვინმეს გამოვადგე და გადავწყვიტე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შევუერთდე, რომლებმაც საქართველოში ახალი კორონავირუსის კრიზისის დროს შთამბეჭდავად იმუშავეს“, - ამბობს მელუა.