რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ ზაპოროჟიეზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიესა და მის შემოგარენზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლქსანდრ სტარუხის ცნობით, წუხანდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სამოქალაქო და სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტები. წინასწარი ინფორმაციით, დაიჭრა 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. სარაკეტო დარტყმის ადგილებში მუშაობას განაგრძობენ მაშველები და მედიკოსები. https://www.radiotavisupleba.ge/a/32224948.html

Source: radiotavisupleba.ge