საფრანგეთში კორონავირუსით 854 ადამიანი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

საფრანგეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსით 854 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია 15 აპრილის შემდეგ, - ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის 36 330 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გაცილებით ნაკლებია წინა დღით დადასტურებულ შემთხვევებთან შედარებით, როდესაც საფრანგეთში ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა - 52 518 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საფრანგეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 1 502 763 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 38 289 ადამიანი დაღუპულია. კოვიდინფიცირებულების რაოდენობით საფრანგეთი მეხუთე, ფატალური შემთხვევებით კი მეშვიდე ქვეყანაა მსოფლიოში.