ამირან გამყრელიძე: არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში, არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ 24 დეკემბრიდან შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქების, კერძოდ სავაჭრო ობიექტების გახსნის შესახებ რთული, დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო. ამირან გამყრელიძის თანახმად, შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე კორონავირუსის მაჩვენებელი გარკვეულად გაიზრდება, მაგრამ საჭიროა, რათა ზრდის ინტენსივობა მაქსიმალურად დაბალ დონეზე იქნას შენარჩუნებული. „გაითვალისწინეთ, რომ ჩემი კოლეგები, ძალიან გადაღლილები არიან ექიმები, სამედიცინო პერსონალი და ახალი ტალღა იქნება ძალიან რთული შემდგომ სამართავად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა სიფრთხილისკენ: „არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში, არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან, წლევანდელი ახალი წელი იყოს სრულად მოკრძალებული, რომ მაქსიმალურად ჩვენ იანვრის განმავლობაში რამდენადაც შეგვეძლება შევამციროთ ინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 2 დღეში, 24 დეკემბრიდან დიდი ქალაქებში სავაჭრო ცენტრები სპეციალური წესებით გაიხსნება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. დიდ ქალაქებში შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს. ამ დროიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში სავაჭრო ცენტრები მხოლოდ დისტანციურად მუშაობენ. https://www.radiotavisupleba.ge/a/31013306.html #ახალი_ამბები #twitter