იქნებიან თუ არა ეპიდემიოლოგები "ქართული ოცნების" სიაში

Tbilisi Daily

არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიისაა, ნებისმიერ ადამიანს აქვს ხედვა და ეს ადამიანები არ მალავენ, რომ აქვთ გარკვეული სიმპათიები "ქართული ოცნების" მიმართ, - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა გააკეთა. კახა კალაძის თქმით, ეპიდემიოლოგები პროფესიონალები არიან და იმყოფებიან იქ, სადაც ქვეყანას სჭირდება. "მე ყველა ამ ადამიანს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რასაც ესენი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ, ნამდვილად დასაფასებელია ამ ადამიანების შრომა. რაც შეეხება პოლიტიკას, ორი განსხვავებული მიმართულებაა, ნებისმიერ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიისაა, აქვს ხედვა ამა თუ იმ საკითხზე, ეს ადამიანები არ მალავენ რომ აქვთ გარკვეული სიმპათიები "ქართული ოცნების" მიმართ. სიაზე არ ყოფილა საუბარი, ისინი არიან თავისი საქმის პროფესიონალები და იმყოფებიან იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას ჭირდება დღეს," - განაცხადა კახა კალაძემ.