დადგა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აღსასრული-ნათელაშვილი

Pirveliradio Ge

დადგა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აღსასრული-ასე ეხმაურება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკის კონგრესში გაკეთებულ დასკვნას. მან ასევე, მმართველ გუნდის მხარდამჭერებსაც მიმართა და მათ საქართველოსთვის მსახურთა რიგებში ჩადგომა ურჩია. "8 წლის წინ ჩემს მიერ ქართველ ხალხზე მიცემული დაპირება შესრულებულია. დადგა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აღსასრული. ამერიკის კონგრესში გაკეთებული დასკვნით ბიძინა ივანიშვილი სავსებით სამართლიანად მიჩნეულია პუტინის თანამოაზრედ, საქართველოს დესტაბილიზატორად და სანქცირების კანდიდატად. მივმართავ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს - ძვირფასო მეგობრები, თქვენს არჩევნებზე მისვლას ივანიშვილის მხარდასაჭერად არავითარი აზრი აღარ აქვს, ჩადექით საქართველოსათვის მებრძოლთა რიგებში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ არჩევნებამდე დაიბლოკოს ოლიგარქის ყველა საბანკო ანგარიში, რათა ის ბოროტად არ იქნას გამოყენებული, ხოლო არჩევნების შემდეგ ეს მილიარდები დაუბრუნდება მის უდიდებულესობა ჩვენს ხალხს", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.