სავალუტო ჯიხურის მეპატრონეს მამაკაცი თავს დაესხა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა - ყაჩაღობა ბათუმში
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ბათუმში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაშიმდებარესავალუტო ჯიხურის მეპატრონეს თავს დაესხნენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი ობიექტს ხსნიდა.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელს ხელში ქვა ეჭირა და სავალუტო ჯიხურის მეპატრონეს ფიზიკურად გაუსწორდა.
დაზარალებულის ახლობლები ყვებიან, რომ შემთხვევის შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგეს, ყვებიან, რომ თავდამსხმელსობიექტიდან თანხის წაღება სურდა. სავალუტო ობიექტის მეპატრონემ მას წინააღმდეგობა გაუწია, შემდეგ კი ისგაიქცა.
შემთხვევისადგილზე პოლიცია იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის179-ე, ხულიგნობის მუხლით დაიწყო.
თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ.