დღეიდან შიდა ფრენები განახლდება

Tbilisi Daily

საქართველოში შიდა ფრენები განახლდება. დღეიდან რეგულარული რეისები შესრულდება ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით. 24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებით ექვსი რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებით ხუთი რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით სამი რეისი შესრულდება. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაბილეთების ფასები არ შეცვლილა. ამ დროის მონაცემებით, 300-ზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია. 2020 წელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შიდა ტურიზმის წლად გამოცხადდა, ამიტომ, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, შიდა ფრენების განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა.