რამდენი პროექტი დარეგისტრირდა “შენი იდეა ბათუმს” ფარგლებში

Batumi Daily

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „შენი იდეა ბათუმს“ პროექტის ფარგლებში 2021 წლისთვის 53 იდეა დარეგისტრირდა. რეგისტრირებული იდეების გენერირება კატეგორიების მიხედვით მოხდა, შედეგად : კულტურული, სპორტული, ახალგაზრდული საკითხები - 20 იდეა ; კეთილმოწყობა - 13 იდეა ; ნარჩენების მართვა - 4 იდეა ; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა - 4 იდეა ; მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები - 3 იდეა ; შშმ პირთა ინკლუზია და მათთვის გარემოს ადაპტაცია - 2 იდეა ; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 2 იდეა ; კოვიდ 19 - 2 იდეა ; გამწვანება - 2 იდეა ; სკოლამდელი, არაფორმალური და პროფესიული განათლება - 1 იდეა. „შენი იდეა ბათუმს“ - ეს არის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ბათუმის მერიამ 2019 წელს წამოიწყო. პროექტის ფარგლებში შექმნილია ვებ-გვერდი www.idea.batumi.ge სადაც მოქალაქეები ელექტრონულად ახდენენ იდეების რეგისტრაციას და ხმის მიცემის გზით გამარჯვებული იდეების გამოვლენას. გამარჯვებული იდეების განხორციელება გათვალისწინებულია შემდეგი წლის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. ფოტო: ბათუმის მერია