Პუტუნმა ბაიდენს არჩევნებში გამრჯვება მიულოცა

Tbilisi Daily

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ „უთანხმოებების მიუხედავად, რუსეთი და აშშ შეძლებენ ხელი შეუწყონ უამრავი გამოწვევისა და პრობლემის გადაჭრას“. „მზად ვარ თქვენთან ურთიერთობისა და კონტაქტებისთვის“, - ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში. ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა.