პარტიებს მანდატების გაუქმებამდე დაფინანსება არ შეუწყდებათ - ანრი ოხანაშვილი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
"ქართული ოცნების" წევრი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებს, რომლის წარმომადგენლებმა დაწერეს განაცხადი მანდატების შეჩერებაზე, დაფინანსება ჯერ არ შეუწყდებათ. ამის შესახებ მან პარტიების დაფინანსების წესების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრის დროს განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ ოპოზიციის მანდატების დატოვების საკითხს საგაზაფხულო სესიიდან დაუბრუნდებიან.
მისი თქმით, დაფინანსება პარტიას იმ დრომდე არ შეუწყდება, სანამ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყდებათ. ასევე, მან განმარტა, რომ პარტია დაფინანსებას მიიღებს, თუ მანდატებზე არ იტყვიან უარს მათი სიით გასული დეპუტატების ნახევარი.
"საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა გაარკვიოს, ნამდვილია თუ არა მისი ნება. ასევე, არსებობს რაღაც ვადა წერილის უკან გახმობის. ვიდრე პარლამენტის დეპუტატს არ შეუწყდება უფლებამოსილება, ის ითვლება პარლამენტის დეპუტატად", - ასე ახსნა ოხანაშვილმა პროცედურა, რომელიც დეპუტატებს მანდატზე უარის თქმის შესახებ განაცხადების უკან გახმობის შესაძლებლობას აძლევს.
პარლამენტში არშესვლისა და მანდატებზე უარის თქმის შესახებ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც ეს ოპოზიციური პარტიები დაფინანსებასაც ვერ მიიღებენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31015113.html
#ახალი_ამბები
#twitter
#არჩევნები_2020