15 მილიონ 200 ათასი ინფიცირებული მსოფლიოში

Tbilisi Daily

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15 მილიონ 200 ათასს აჭარბებს. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 622 ათასზე მეტი ადამიანი, 9 მილიონ 200 ათასზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. კოვიდინფიცირების მაჩვენებლით კვლავ პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში covid19-ის 41 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. მეორე ადგილზეა ბრაზილია, მესამეზე კი ინდოეთი. რთული ეპიდვითარებაა მეზობელ ქვეყნებში. ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 165, სომხეთში-16, აზერბაიჯანში კი 9 ადამიანი დაიღუპა. #ახალიამბები