ამირან გამყრელიძემ: ჩვენ 4 ათასამდე შემთხვევა კი არა, გაცილებით მეტი გვაქვს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად გაცილებით მეტი ადამიანი ინფიცირდება, ვიდრე ამას ტესტები ადასტურებს. "ჩვენ 4 ათასამდე შემთხვევა არ გვაქვს, უფრო მეტი გვაქვს. 4 ათასამდე შემთხვევაა, რაც ვლინდება და დიაგნოსტირება. ეს არიან ადამიანები, ვისაც სიმპტომები აწუხებთ, მიდიან დასატესტად და ა.შ. დანარჩენი არიან უსიმპტომოები ან მსუბუქი შემთხვევები, რომლებსაც ვირუსი გადააქვთ სახლში და მათი დიაგნოსტირება არ ხდება... ჩვენ რომ ვამბობთ, მსოფლიოში 59 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, ეს 59 მილიონი კი არ არის, სამჯერ მეტია. 59 მილიონი არის, ვინც ლაბორატორიულად დადასტურდა", - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია. გასულ 24 საათში გამოვლენილი 3 128 შემთხვევა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 111 818 შემთხვევა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30966244.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)