საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევაა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1510-მდე გაიზარდა.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 1 სექტემბერს დილით განახლებული მონაცემების მიხედვით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 3 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1243.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.
1 სექტემბრის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5828 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 232.
31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 330 შემთხვევა, მათგან 4 გარდაცვალების, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 90.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30814290.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)