ფშავი-ომალოს გზაზე მეწყერი ჩამოწვა - ზვავმა ორი პირი მოიყოლა, ერთი ამოყვანილია, ერთს კი ეძებენ

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142826 ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 36-ე კილომეტრზე ზვავმა ორი ადამიანი ქვეშ მოიყოლა. ამ წუთებში ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის სამმართველოს მაშველები მიემართებიან. როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ვაჟა ნასყიდაშვილმა აცხადებს, ზვავში მოყოლილი ადამიანები ტრაქტორისტები არიან, რომლებიც გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებდნენ. „იქ ტელეფონს მიღება არ აქვს და როგორც გავიგე, ორიდან ერთი ადამიანი უკვე ამოიყვანეს, მას საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდება, რადგან დაშავებული არაა, მეორე კი, ჯერ ვერ ნახეს და ეძებენ“, - განაცხადა ვაჟა ნასყიდაშვილმა პირვ არხთან საუბრისას. გზის გაწმენდას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ენერჯი გრუპი“ აწარმოებს.