თურქეთმა 11 000 დაქირავებული მებრძოლის რეკრუტირება განახორციელა

Headline

ბრიტანეთში ბაზირებული Syrian Observatory for Human Rights-ის (SOHR) ანგარიშით, ლიბიაში საბრძოლველად, ოფიციალური ანკარის მიერ დაქირავებული მებრძოლების საერთო რაოდენობა 11 000-მდე გაიზარდა. SOHR-ის მონაცემებით, ასობით სირიელი მებრძოლი თურქეთის გავლით ჩადის ლიბიაში, სადაც სავარაუდოდ ისინი ოპოზიციური „ლიბიის ეროვნული არმიის“ (LNA) წინააღმდეგ იბრძვიან. სტატისტიკის მიხედვით, უკვე ლიბიის ტერიტორიაზე მყოფი დაქირავებულების საერთო რაოდენობა 7 850-ს შეადგენს, ხოლო დაახლოებით 3000 მებრძოლი პირველ ეტაპზე თურქეთში იმყოფებიან, სადაც შესაბამის წვრთნებს გადიან. გაერომ უკვე არაერთხელ დაგმო ლიბიაში, ორივე დაპირისპირებული მხარის მიერ დაქირავებულთა ჩაყვანა და იარაღის უკონტროლო შეტანა. #mercenaries #conflict #Turkey #Libya #headline