"გავამხნევეთ პრემიერი, თუმცა გვითხრა, საკმაოდ მხნედ ვარო"

Tbilisi Daily

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მსხვილ დამ­საქ­მებ­ლებ­თან გა­მარ­თა შეხ­ვედ­რა, რო­მელ­ზეც გა­ნა­ცხა­და, - პან­დე­მი­ი­სას ჩვე­ნი სტრა­ტე­გია ბა­ლან­სის და­ჭე­რაა, რაც წერ­ტი­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბებს გუ­ლის­ხმობს, ისე­თი სის­ტე­მუ­რი ჩა­კეტვე­ბი კი, რომ­ლე­ბიც ეკო­ნო­მი­კა­ზე პირ­და­პირ ზე­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­დენს, ქვე­ყა­ნა­ში არ იქ­ნე­ბაო... ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, სოსო ფხა­კა­ძემ გან­ცხა­და, რომ პრე­მი­ე­რის წი­ნა­შე ორი სა­კი­თხი და­ა­ყე­ნეს, რომ­ლე­ბიც სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ერთი მო­თხოვ­ნა უკავ­შირ­დე­ბა, ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ის ფირ­მე­ბის­თვის გა­და­ვა­დე­ბუ­ლი სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის ჩა­მო­წე­რას, ხოლო მე­ო­რე სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის შე­ღა­ვა­თის 6 თვით გაგ­რძე­ლე­ბას, რო­მელ­საც კომ­პა­ნი­ე­ბი 1500 ლა­რამ­დე ხელ­ფა­სის მქო­ნე და­საქ­მე­ბუ­ლებ­ზე იღებ­დნენ. "დღე­ვან­დელ დღეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ვიც­ვათ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და ყვე­ლა მო­თხოვ­ნა და­ვიც­ვათ ამ კუ­თხით და მე­ო­რე, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი. ბოლო ნა­წილ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ერ­თან ორი კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხი და­ვა­ყე­ნეთ. 1-ელი დე­კემ­ბრის­თვის ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ას იმ სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა უდ­გე­ბა, რომ­ლის 4 თვით გა­და­ვა­დე­ბაც გან­ხორ­ცი­ელ­და. ამ ინ­დუსტრი­ას წელს არ უმუ­შა­ვია და მო­მა­ვალ თვე­ებ­ში არაა კარ­გი პროგ­ნო­ზი და ამ დაგ­რო­ვი­ლი გა­და­სა­ხა­დის ჩა­მო­წე­რას ვი­თხოვთ. მე­ო­რე სა­კი­თხი, სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხადს არ იხ­დი­და ბიზ­ნე­სი თუ და­საქ­მე­ბუ­ლის ხელ­ფა­სი იყო 1500 ლა­რამ­დე. ვადა ამ შე­ღა­ვა­თის 1-ელ ნო­ემ­ბერს იწუ­რე­ბა და ჩვე­ნი თხოვ­ნაა, მი­ნი­მუმ კი­დევ 6 თვის ვა­დით გაგ­რძელ­დეს ეს შე­ღა­ვა­თი. ამა­ვე დროს, პრე­მი­ერს ვუ­თხა­რით, რომ ბიზ­ნე­სი მზა­დაა, რომ ამ შე­ღა­ვა­თე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ვიც­ვათ და გა­ვუფრ­თხილ­დეთ თი­თო­ე­ულ სა­მუ­შაო ად­გილს“, - გა­ნა­ცხა­და ფხა­კა­ძემ. "მი­ვი­ღეთ 100%-იანი და­პი­რე­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ე.წ. ლოკ­და­უნს არ აპი­რებს, ეს არას­წო­რი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მან. მი­სი­ვე თქმით, ე.წ. ლოკ­და­უნს ვერც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა გა­უძ­ლებს და არ­ცაა ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. "პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა 3-ჯერ თუ 4-ჯერ გვი­თხრა, რომ ე.წ. ლოკ­და­უ­ნი არ იქ­ნე­ბა. ეს იყო ერ­თსუ­ლოვ­ნად, უნი­სონ­ში ვი­ყა­ვით, ჩვე­ნი ბიზ­ნე­სის თხოვ­ნა, რომ ესე­თი ჩა­კეტვე­ბი არ მოხ­დეს. ამას მთავ­რო­ბა არ აპი­რებს. პირ­ვე­ლი, რაც გვი­თხრა პრე­მი­ერ­მა, იყო ეს და შემ­დეგ ამ დის­კუ­სი­ის პრო­ცეს­ში რამ­დენ­ჯერ­მე ახ­სე­ნა. ამას ვერც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა გა­უძ­ლებს და ვერც ვხე­დავთ ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. ჯერ ერთი, საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბაა დაგ­რო­ვე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ ამ წერ­ტი­ლო­ვა­ნი ჩა­კეტვე­ბით გა­და­წყდეს პრობ­ლე­მა და ახლა ჩა­კეტ­ვა თე­ო­რი­უ­ლა­დაც რომ მოხ­დეს, უფრო მეტ ზი­ანს მი­ი­ღებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ქვე­ყა­ნა, ვიდ­რე სი­კე­თე იქ­ნე­ბა. გა­ვამ­ხნე­ვეთ პრე­მი­ე­რი და როცა ვამ­ხნე­ვებ­დით, გვი­თხრა საკ­მა­ოდ მხნედ ვარო. ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყვე­ლას ჩვე­ნი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და ფხა­კა­ძემ. სოსო ფხა­კა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 200-ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბის გა­ცე­მას გა­აგ­რძე­ლებს. "200-ლა­რი­ან დახ­მა­რე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ სწო­რად მახ­სოვს, პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს გაგ­რძელ­დე­ბა, მეტი კონ­კრე­ტი­კა არ ყო­ფი­ლა. თუმ­ცა, რო­გორც ჩვენ გა­ვი­გეთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აპი­რებს არა მარ­ტო ამ დახ­მა­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, არა­მედ მთე­ლი ახა­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა პა­კე­ტი იქ­ნე­ბა. ჩვენ ხომ კარ­გად გვეს­მის, რომ პან­დე­მია არ­სად წა­სუ­ლა, გან­გრძო­ბი­თი ხა­სი­ა­თი აქვს და გრძელ­დე­ბა, ამი­ტომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა მო­უ­წევს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და მე ვფიქ­რობ, რომ ეს ძა­ლი­ან რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და სწო­რია,“- გა­ნა­ცხა­და სოსო ფხა­კა­ძემ.