ზუგდიდში 22 პირს COVID 19 არ დაუდასტურდა
Tbilisi Daily
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ინფორმაციით, დღეს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 22 ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა უარყოფითია.
22 ტესტიდან 11 ცხელების ცენტრების პაციენტი იყო, აქედან 2 ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან. ხუთი - საკარანტინო სივრცეში მოთავსებული მოქალაქეა. ამათგან ერთია მძღოლის კლასტერი.
ამას გარდა, ერთი სამედიცინო პერსონალია, ამდენივე თვითიზოლაციიდან. ისიც ტრაილერის მძღოლის კლასტერია. ოთხი კი ფოთის საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომელი.
საქართველოში ახალი კორონავირუსის 730 დადასტურებული შემთხვევაა. 522 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.